
აღმოსავლური აკადემია — ადგილი, სადაც სწავლის პროცესი ინტერაქტიური, საინტერესო და შთაგონებით სავსეა.
განათლების სფეროში აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და უკვე 9 წელზე მეტია, რაც ვეხმარებით ნებისმიერი ასაკის მსურველს აღმოსავლური ენების დაუფლებაში. ჩვენი კურსები მოიცავს იაპონური, ჩინური, კორეული და თურქული ენების შესწავლას როგორც დამწყებთათვის, ისევე მათთვის, ვისაც სურს არსებული ცოდნის გაღრმავება.
ჩვენ გვჯერა, რომ სწავლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო, პროფესიონალი გუნდი და ინდივიდზე მორგებული მიდგომა — სწორედ ამ პირობებს გთავაზობთ ჩვენს აკადემიაში.
ჩვენი მისიაა — ნებისმიერი მსურველისთვის შევქმნათ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, გაიღრმავონ კულტურული თვალსაწიერი და შეიძინონ უნარები, რომლებიც კარიერულ და პირად წარმატებამდე მიიყვანს მათ.
შემოგვიერთდით აღმოსავლური ენების სამყაროში — ჩვენთან ერთად სწავლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და შედეგზე ორიენტირებული იქნება!
