ჩვენი გუნდი

ეკატერინე ჩიკვაიძე

აღმოსავლური აკადემიის დირექტორი/თანადამფუძნებელი, აღმოსავლეთმცოდნე და იაპონური ენის სპეციალისტი მაგისტრის ხარისხით. აქვს 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება განათლების, თარგმნის, ციფრული მარკეტინგის და კომუნიკაციების სფეროში. გამოირჩევა ორგანიზატორული უნარებით, პუნქტუალურობით, კომუნიკაციის უნარებით და ინოვაციური მიდგომებით. აქტიურად უძღვება აკადემიის განვითარებას და პოპულარიზაციას.

ნატალია ბარნაბიშვილი

აღმოსავლური აკადემიის თანადამფუძნებელი. მეწარმე და აღმასრულებელი მენეჯერი, განათლებისა და HORECA სექტორში.

განათლება: თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მაგისტრი, აღმოსავლეთმცოდნე და იაპონური ენის სპეციალისტი.

ანა ქავთარაძე

ანა ქავთარაძე არის აღმოსავლური აკადემიის თანადამფუძნებელი. მას აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური ენისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი. ასევე სწავლობდა იაპონური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში და იაპონიის ფონდის კანსაის იაპონური ენის ინსტიტუტში (ოსაკა, იაპონია), სადაც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა ოფიცრებისა და საჯარო მოხელეების პროგრამაში.

ანას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში — 2009 წლიდან 2023 წლამდე  მუშაობდა საქართველოში იაპონიის საელჩოში ადმინისტრაციული, საკონსულო და ბიზნეს განვითარების ოფიცრად. მისი პროფესიული გამოცდილება და იაპონური ენისა და კულტურის სიღრმისეული ცოდნა მტკიცე საფუძველს უყრის აკადემიის ხედვას და მისიას.